კბილების ZOOM გათეთრება

კბილების ZOOM გათეთრება


გაიღიმე უფრო თავდაჯერებულად!
კბილების გათეთრება ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა.
3D DENTAL-ში გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს. სასურველ პროცედურას კი პაციენტი თავად ირჩევს. თანამედროვე სტომატოლოგიაში დანერგილი ინოვაციური მეთოდები პაციენტს საშუალებას აძლევს, კბილების გათეთრება განახორციელოს სწრაფად, უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად უსაფრთხოდ. თითოეული მეთოდი შექმნილია იმისათვის, რომ პაციენტებმა მიიღონ მათზე მორგებული, მაღალი ხარისხის შედეგი.

ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც სტომატოლოგიური კლინიკა 3D DENTAL გთავაზობთ , არის კბილების გათეთრება ZOOM ტექნოლოგიის დახმარებით.

მაქსიმალურად ეფექტური და რაც მთავარია უსაფრთხო შედეგისთვის პროცედურისას გამოიყენება სპეციალური LED ნათურის ცივი სხივი, რომელიც გამორიცხავს კბილის ქსოვილის და გარშემო სტრუქტურების გადახურებას(დაზიანებას).

პროფესიონალი სპეციალისტების გუნდი გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და შექმნის თქვენთვის ინდივიდუალურად მორგებულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ, უსაფრთხო და მდგრად შედეგს.

რა ეტაპებისგან შედგება კბილების გათეთრების პროცედურა?

ღრძილებზე ისმევა სპეციალური დამცავი საფარი, შემდეგ ემალზე დაიტანება მათეთრებელი გელი, რომელიც აქტიურდება ინტენსიური სინათლის ნაკადის მეშვეობით.

დაიწყეთ თქვენი გზა თავდაჯერებული ღიმილისკენ დღესვე!

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: