იმპლანტოლოგია:
მინი იმპლანტები - IMPLANTOLOGY Mini-Implants Or Mini-Screws

მინი იმპლანტები
განყოფილება:
იმპლანტოლოგია
ორთოდონტიული იმპლანტების გამოყენება გამორიცხავს მოსახსნელი დამჭერი აპარატების ხმარებას. ამცირებს მკურნალობის დროს, რადგან ჩნდება საშუალება კბილების დიდი ჯგუფის გადასაადგილებლად.
მიკრო იმპლანტების დახმარებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავძლიოთ ისეთი რთული პრობლემები, როგორიცაა კბილების ძლიერი სიმჭიდროვე, კბილის ზედმეტი ჩამოჭრა ანტაგონისტის არ არსებობის დროს, ზედა ან ქვედა ყბის კბილების მარაოსებრი გაშლა, ღრმა ან ღია თანკბილვა (ღრმა საჭრელოვანი ოკლუზია და ვერტიკალური საჭრელოვანი დიზოკლუზია) და ა.შ. რიგ შემთხვევებში, მიკრო იმპლანტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ბრეკეტები ან შევამციროთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე.
ბრეკეტ-სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება:
- 1) კონსტრუქციით - ლიგატურული და თვითლიგირებადი
- 2) ფიქსაციის (ადგილის) მიხედვით - ვესტიბულური და ლინგვალური
- 3) მასალის მიხედვით - მეტალის, კერამიკის და პლასტმასის.