პაროდონტის დაავადება - PERIODONTOLOGY Periodontal disease
პაროდონტის დაავადება
პაროდონტოლოგია
პაროდონტის ანთებითი დაავადებების (გინგივიტი და პაროდონტიტი) განვითარება ღრძილებიდან იწყება. იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვილს.
გინგივიტის დროს შეიძლება შენიშნოთ მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და უსიამოვნო გემო. ეს ეტაპი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ ესაა პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და მხოლოდ ამ სტადიაშია პროცესი შექცევადი ანუ სრული განკურნებაა შესაძლებელი.
სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი გადაიზრდება პაროდონტიტში - როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული. მკურნალობით პროცესის აგრესიული მიმდინარეობის შეჩერება შესაძლებელია, თუმცა საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, რათა არ განახლდეს და არ განაგრძოს პროგრესირება. მკურნალობის გარეშე პაროდონტის ანთებითი დაავადების გვიანდელ სტადიაზე კბილები იმდენად ირყევა, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია. შედეგად ხშირად სრულიად ჯანსაღი კბილები იკარგება.